Forgot Login?   Sign up  

ყველაზე ხშირად მონახულებადი ვიდეოები

ძველი თბილისი ისევ მიგონებს,
ნისლივით ჩნდება დარდი,
ერთ დროს პირველი მეფაიტონე 
ქუჩაში ფეხით დადის.

ძნელი ყოფილა თურმე სიბერე,
გულო გაუძელ ტკივილს,
წვიმა მოსულა, არვის ეგონოს
გაყიდულ არღანს ვსტირი...

ფანჯარაში მტრედია, ნეტავ ვისი ბედია,
არ მომიკლა გენაცვა ჩემი საყვარელია...

მზეზე ვთბები და ხშირად ვიხსენებ,
რაღაც მინდოდოა მეთქვა,
ვიხსენებ, მაგრამ ვერ გავიხსენე,
რისთვის მოვედი თქვენთან.
არც ფაიტონი აღარც ცხენები,
რატომ არაფერს მეტყვით,
სად მიმაქროლებს ჭენებ – ჭენებით
წუთისოფელის ეტლი...

ფანჯარაში მტრედია, ნეტავ ვისი ბედია,
არ მომიკლა გენაცვა ჩემი საყვარელია...


მივდივარ, ძნელი ყოფილა წასვლა,
მშვიდად ვისტუმრებ ვალებს,
უკანასნელი სიმღერის ფასად
უკანასკნელად დავლევ.
მივდივარ მიმაქ ჩემსავით ძველი
ლაქის გუდურა გრილი,
უკანასკნელი ყარაჩოღელი
ემშვიდობება თბილისს...
ფანჯარაში მტრედია, ნეტავ ვისი ბედია,
არ მომიკლა გენაცვა ჩემის საყვარელია...

NEW VIDEO

თორმეტ სიმიანი გიტარა ვიზუალურად არის ჩვეულებრივი აკუსტიკური გიტარა, თუმცა მას ექვს სიმიანი გიტარისაგან განსხვავებით  თორმეტი სიმი აქვს. სიმები განლაგებულია წყვილ - წყვილად და ერთი სიმის მაგივრობას წევს ორი სიმი.გიტარის პირველი სამი წყვილი სიმი აწყობ...
7708 Hits
 ვესტერნ გიტარა არის იგივე აკუსტიკური გიტარა, თუმცა საკმაოდ დიდი სხვაობაა ვესტერნ და კლასიკურ გიტარას შორის. კლასიკური, ნეილონის სიმებიანი გიტარისაგან განსხვავებით ვესტერნს აქვს რკინის სიმები, ასევე მისი კორპუსი (დეკა) არის შედარებით უფრო მასიური და ...
7512 Hits
 კლასიკური, ანუ ნეილონის სიმებიანი გიტარა არის ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული პროფესიონალი მუსიკოსის მიერ,თუმცა რეკომენდირებულია დამწყებთათვის და ასევე მოყვარულებისათვის. მსგავსი ტიპის ინსტრუმენტს შეიძლება შეხვდეთ ძალიან ბევრ ქართულ ...
15189 Hits
200 წლის გიტარები...გიტარა — სიმებიანი საკრავია, ინსტრუმენტზე დაკვრა შესაძლებელია თითებით, ასევე მედიატორით. თანამედროვე გიტარა შეიძლება იყოს ექვსი, შვიდი, რვა და თორმეტ სიმიანი. ტრადიციულად, გიტარა მზადდებოდა სხვა და სხვა ხისაგან, სიმები კი ცხოველებ...
13967 Hits