ვესტერნ გიტარა

west

 ვესტერნ გიტარა არის იგივე აკუსტიკური გიტარა, თუმცა საკმაოდ დიდი სხვაობაა ვესტერნ და კლასიკურ გიტარას შორის. კლასიკური, ნეილონის სიმებიანი გიტარისაგან განსხვავებით ვესტერნს აქვს რკინის სიმები, ასევე მისი კორპუსი (დეკა) არის შედარებით უფრო მასიური და დიდი, როგორც სიგანეში ისე სიმაღლეში. აქვს ვიწრო გრძელი გრიფი და იგი თავის დიზაინით და ფორმით ელექტრო გიტარის გრიფს უფრო წააგავს, ვიდრე კლასიკურისას.

ვესტერნ გიტარა

 ვესტერნ გიტარას ხშირად კომპოზიტორების და Song writer " სიმღერის ავტორთა" გიტარას ეძახიან, რადგან მას აქვს ძალიან ლამაზი ჟღერადობა,      ( შეიძლება ითქვას ხე მღერის) და მისი ხმის, ანუ ბგერების ხანგრძლივობა საკმაოდ დიდია, რის გამოც შეიძლება თვითონ ინსტრუმენტი გახდეს შთაგონების წყარო. თანამედროვე მუსიკაში ამის უამრავი მაგალითი არსებობს. ასეთ ინსტრუმენტზე არის შესრულებული ჰიტები, რომელთა წარმატებაც გარკვეულწილად განპირობებულია ინსტრუმენტის ჟღერადობიდან გამომდინარე და უფრო მეტიც, დარწმუნებით შეიძლება ითქვას,რომ ისეთი სიმღერები როგორიცაა: Wish you where here - Pink Floyd, Stair way to heaven - Led Zeppelin, She's gone - Black Sabath -და უამრავი სხვა ჰიტი, უშუალოდ ასეთი ტიპის გიტარაზეა დაწერილი და შექმნილი.

მუსიკალური თვალსაზრისით ალბათ წარმოუდგენელია პროფესიონალი მუსიკოსი - გიტარისტი,რომელსაც სხვა ტიპის გიტარებთან ერთად, არ აქვს პირად კოლექციაში მსგავსი ინსტრუმენტი, შესაბამისად შეგიძლიათ განსაზღვროთ, თუ რამდენად მოთხოვნადია მსოფლიო მაშტაბით ვესტერნ გიტარა.

ნ.ანდღულაძე

თორმეტ სიმიანი გიტარა
სატესტო სათაური