ყოველ სნეულებაზე

ყოველ სნეულებაზე სიყვარული ძნელია,

ჰოი, შეყვარებულისთვის, ჰოი, ნათელიც კი ბნელია...*2

ეს ბუნების კანონი  ყველასათვის ძნელია,

ჰოი, განურჩევლად იმონებს, ჰოი, კაცია  თუ ქალია...*2

 და შენც უნდა იცოდე, რაც ვალი და წესია,

ჰოი, თუმც ამ გრძნობას შენს გულში, ჰოი, ჯერ არ დაუკვნესია...*2

მაგრამ ერთხელ უეცრად, დაგკრავს, მოგკიდებს ალსა,

ჰოი, გაგრძნობინებს უცნაურს, ჰოი, რაღაც ციურსა ძალსა...*2